
მანქანის დამტენი
უახლესი ტექნოლოგია და უმაღლესი ხარისხის მანქანის დამტენები თქვენი ყოველდღიური კომფორტისთვის

ძირითად შემთხვევაში მანქანის დამტენებს ყოფენ ოთხ ნაწილად:
1. 1-ლი დონის დამტენები:
ირთვება 120 ვოლტ ცვლად დენზე, რაც საქართველოში არაა.
დატენვის სიჩქარე: ამატებს დაახლოებით 5-8 კილომეტრის დიაპაზონს დატენვის საათში.
მაგალითი: დამტენი, რომელსაც მოყვება მრავალი ელექტრომობილი სახლში გამოსაყენებლად.
2. მე-2 დონის დამტენები:
მეორე დონის დამტენები ირთვება 240 ვოლტ ცვლად დენზე რისი გამოყენებაც შეგვიძლია საქართველოში.
დამუხტვის სიჩქარე: ამატებს დაახლოებით 16-97 კილომეტრის დიაპაზონს საათში, დამტენის სიმძლავრის რეიტინგისა და მანქანის მიხედვით.
3. DC სწრაფი დამტენები (დონე 3):
ელექტრომომარაგება: იყენებს მუდმივ დენს (DC) და მუშაობს ბევრად უფრო მაღალ ძაბვაზე (ჩვეულებრივ 400-800 ვოლტზე).
დატენვის სიჩქარე: შეუძლია ელექტრომობილის დატენვა 80%-მდე 20-30 წუთში, დამტენისა და მანქანის მიხედვით.
4. ულტრა სწრაფი დამტენები:
ელექტრომომარაგება: უფრო მაღალი ძაბვისა და სიმძლავრის დონეები, ვიდრე სტანდარტული DC სწრაფი დამტენები (350 კვტ-მდე).
დატენვის სიჩქარე: შეუძლია თავსებადი მანქანების დამუხტვა 10%-დან 80%-მდე დაახლოებით 10-20 წუთში.
ასევე არსებობს უკაბელო დამტენებიც, რომლებიც იყენებს ელექტრომგანიტურ ველს რათა დაიტენოს ბატარეა, რაც სავარაუდოდ მომავალში საკამაოდ პოპულარული გახდება.